პაბლო პიკასო(პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო კლიტო რუის ი პიკასო)დაიბადა 25ოქტომბერს 1881წ,მალაგაში(ესპანეთში).მამამისი ხოსე რუის ბლანკო მხატვარი და ხატვის მასწავლებელი იყო.ხატვის ნიჭი მალე გაუგეს.1901წლიდან დედამისის(მარია პიკასო ლოპეზი)გვარის პიკასოს ტარება დაიწყო.პიკასო ესპანელი მხატვარი და სკულპტორი გახლადატ.მე-20 საუკუნის ხელოვნების ერტ-ერტი ყველაზე ცნობილი ფიგურა,ჟორჟ ბრაკტან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
ბიოგრაფია:
პაბლო სწავლობდა მამასთან ხ.რუისტენ,ლა-კორუნიეს(1894-95),ბარსელონის(1895-იდან)და მადრიდის(1897-98)ნატიფი ხელოვნების სკოლებში.1904წლიდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა.1900-იან წლებში უკვე შექმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე.წ “ცისფერი პერიოდის”,1901-04,და “ვარდისფერი პერიოდის”,1905-06 ნამუშევრები.მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები,მათხოვრები,მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება.მომდევნო წლებში,კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამიანისა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი,მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება ”მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად” 1903წ. ”გოგონა ბურთზე”1905,ორივე-ა.პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში.1907 წლიდან პაბლომ კავშირი შეწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან,თუმცა ამის შედეგადაც იგი ბევრჯერ დაბრუნდა რეალიზმის და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს.პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი,კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას,რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს.იგი არღვევს საგნების გრძნობადმხედველობით სახეებს,თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას “'ქალი მარაოთი”1909 ა.პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი,მოსკოვი.
10-იანი წ.წ. შუა ხანაში პაბლოს შემოქმედებას ახასიათებდა ძიება ფაქტურისა სფეროში “აპერატივის ბოთლი”,კოლაჟი,1913 და დეკორატიულობის “სამი მუსიკოსი”,1921,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი,ნიუ-იორკი.კუბიზმის დამამთავრებელ პერიოდში პაბლოს შემოქმედებაში შეიჭრა ნეოკლასიცისტური ტენდენციები ე.წ ნეონგრიზმი,რომლითაც გამოხატულება პოვეს ისეთ ნამუშევრებში,როგორიცაა “სამი ქალი წყაროსთან”,1922,სამხატვრო მუზეუმი,ბალტიმორი და სხვა.ამ პერიოდის ნამუშევრებს ახასიათებს ზღაპრულ-იდილიური განწყობილება.10-იანი წწ.დასასრული მხატვარმა შექმნა თანამედროვე ადამიანთა რეალური სახეები,ნახატები “მეთევზე”,ფანქარი,1919, “გლეხები დასვენების დროს”,კალამი,1919 20-30-იანი წწ.ნამუშევრები მკვეთრად განსხვავდება ამ ნაწარმოებისგან,ისინი სურეალიზმს უახლოვდებიან :ცეკვა”,1930,თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი,ნიუ-იორკი.
30-იანი წწ.მეორე ნახევრიდან პაბლოს შემოქმედებაში თანდათან უფრო ჩანს თანამედროვე მოვლენათა გამოძახილი.მხატვრის რეაქციამ ძალმომრეობაზე,ხალხის ტკივილმა და ტანჯვამ მის სურათებში გროტესკის სახე მიიღო “მტირალი ქალი”,1937,პენროუზის კოლექცია,ლონდონი, “კატა და ჩიტი”,1939,კერძო კუთვნილება.ამ დროიდან მკაფიოდ გამოიკვეთა მხატვრის საზოგადოებრივი პოზიცია,იგი სახალხო ფრონტის გამოცენილი მოღვაწე გახდა საფრანგეთში,აქტიურად ებრძოდა ფაშიზმს ესპანეთში 1936-39.ამ პერიოდშიო შექმნილ სურათებში ჯერ კიდევ იგრძნობა სუბიექტივიზმი.ამ სუბიექტივიზმის დაძლევის გზით მხატვარმა შექმნა პროგრესული ნაწარმოებები “გენერალ ფრანკოს ოცნება და სიყალბე”,აკვანტიტა,1937.ფაშიზმის წინააღმდეგ მძაფრი პროტესტითაა გაჟღენთილი პანო “გერნიკა” 1937,პრადო,მადრიდი,სადაც ექსპრესია უმაღლეს მქვერვალზეა აყვანილი.1944-დან ოყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის წევრი.
II მსოფლიო ომის წლებში 1939-45 პაბლო დარჩა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში და მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში.ომი შემდეგ მხატვარი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის მებრძოლთა მოწინავე რიგებში ჩადგა.მისი ჰუმანისტური მსოფლმხედველობა კარგად გამოჩნდა ნამუშევრებში:”ომი და მშვიდობა” 1952, “მშვიდობის ტაძარი კაპელა”,ვალორისში.40-იანი წწ. მეორე ნახევრიდან პაბლოს შემოქმედება განსაკუთრებით მრავალმხრივია.მუშაობდა როგორც მოქანდაკე “კაცი კრავით”,ბრინჯაო,1944,სტატუა ვალორისში,კერამიკოსი დაახლოებით 2000ნაკეთობა,გრაფიკოსი ნახატები,ოფორტები,ლინოგრავიურები,ლითოგრაფიები და სხვა.შეიქმნა სერიები ნახატებისა და ლითოგრაფიების ციკლი “ადამიანური კომედია”,1953-54 და სხვა.ისევ მიმართა საყვარელ თემებს:ცირკი,კორიდა,ანტიკური მითოლოგია.დიდი ადგილი უჭირავს მხატვრის შემოქმედებაში ქალის პორტრეტს.
პაბლოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ხელოვნებაზე.მხატვრის მოღვაწეობა აღსავსეა წინააღმდეგობებით,მოწინავე საზოგადოებრივი მისწრაფებები და თანამედროვე ბურჟუაზიული ხელოვნება,კრიზისი ერთდროულად აისახა შემოქმედებაში.მხატვარმა რთული გზა გაიარა.იგი მუდამ გრძნობდა ეპოქის მტკივნეულ პირობებს,იბრძოდა პროგრესული იდეალებისათვის.1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში,არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 და “ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის” საერთაშორისო ლენინური 1962 პრემიის ლაურეატი.
მისი ნახატები ესპანურ გაზეთში JUVENTUT-ში გამოქვეყნდა.იგი ძალიან ღარიბი ოჯახის შვილი იყო.1900წელს პირველად წავიდა პარიზში იმ დროის ყველაზე განთქმული ხელოივანებთან ერთად დიდ სიღარიბეში ცხოვრობდა:მონომარტზე(montrmartre).
გარდაიცვალა:8აპრილს(1998,მუჟენი,საფრანგეთი)
თამუნა ნადირაძე IXბ
იზა ალადაშვილი
თეონა გელაშვილი
Thursday, December 18, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)